მრჩეველი

მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » სიახლე
18:16
სიახლე
საზღვარგარეთ მყოფები პასპორტებზე განცხადებას ონლაინში შეავსებენ საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პასპორტების მიღებაზე განცხადების შევსება ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ. ამ დრომდე უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს პასპორტის მისაღებად  საკონსულო დაწესებულებისთვის უნდა მიემართათ და ადგილზე ჩასულიყვნენ. ონლაინ რეჟიმში განაცხადების შევსებით მოქალაქე მნიშვნელოვნად დაზოგავს დროსა და ხარჯებს. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს 23 აგვისტოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენცია გამართა.  მისი თქმით, ონლაინ რეჟიმში პასპორტების მიღებაზე განცხადების შევსების პროცედურა ამგვარია: დოკუმენტის მიღების მსურველმა უნდა იხილოს ვებგვერდი – http://passport.gov.ge და ინტერნეტის მეშვეობით დაუკავშირდეს სამოქალაქო რეესტრის ოპერატორს. აპლიკანტი ოპერატორის დახმარებით ელექტრონულ ფორმატში განცხადებას შეავსებს და ამავდროულად მინდობილ პირს აირჩევს. სამოქალაქო რეესტრის ოპერატორი საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქის იდენტიფიკაციას ვებ კამერის საშუალებით მოახდენს. პასპორტის მიღების მსურველი სპეციალურ პროგრამაში ბიომეტრულ ფოტოს ატვირთავს და მომსახურების საფასურს გადაიხდის. თანხის გადახდა შესაძლებელი იქნება როგორც ონლაინ გადახდის სისტემით, სწრაფი გზავნილის მეშვეობით და საქართველოში მყოფი წარმომადგენლის მეშვეობით. პასპორტის ღირებულება 155 ლარია. სამოქალაქო რეესტრის თანამშრომელი მონაცემთა ბაზაში აპლიკანტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს გადაამოწმებს და დოკუმენტების წესრიგში არსებობის შემთხვევაში, პასპორტის ბეჭდვის გადაწყვეტილებას მიიღებს.  დამზადებული პასპორტი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ  სამსახურში, ხუთი დღის ვადაში უცხოეთში მყოფი პირის წარმომადგენელს გადაეცემა, რომელიც განმცხადებელს პასპორტს თავად მიაწვდის. სექტემბრიდან აღნიშნული სერვისი კიდევ უფრო გამარტივდება და საზღვარგარეთ მყოფ პირს პასპორტს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ფოსტის მეშვეობით გაუგზავნის. გარდა ამისა, საზღვარგარეთ მყოფ საქართცველოს მოქალაქეებს სექტემბერიდან შეეძლებათ ონლაინში განცხადება გააკეთონ სამოქალაქო რეესტრის მიერ გასაცემ სხვა დოკუმენტებზეც (დაბადების, ქორწინების მოწმობები და სხვა) ახალ მომსახურებასთან დაკავშირებით, კონსულტაციის მისაღებად  სამოქალაქო რეესტრში მუშაობს საინფორმაციო სამსახური რომლის ნომერია 40 10 10
ნანახია: 2212 | დაამატა: xatia | რეტინგი: 0.0/0
Всего комментариев: 4
4 Iulia Dolaberidze  
0
ვარ ემიგრანტი.ვცხოვრობ ათენში. მაინტერესებს როგორ გავაკეთო დროებითი პასპორტი.საქართველოში მივდივარ.ძველი პასპორტი დამეკარგა.

3 maia javakxishvili  
0
makvs dzveli pasporti. gatsemyli 2006 tels syrvili makvs gamovtsvalo ... vtxovrob saberdzntis ert-ert kyndzylze chemi chasvla sakonsyloshi aytsilebelia? sachiroa ty ara chemi chasvla adgilze tinastar madloba...

2 ნელი  
0
აღნიშნული ვებ გვერდი ან არ მუშაობს ან არ არსებობს

1 natia  
0
pasportis ageba bavshvebbze

სახელი *:
თქვენიEmail:
კოდი *:
ოთხშაბათი, 24.04.2024, 15:52
გამარჯობა სტუმარი

ავტორიზაცია

ძებნა

****

კალენდარი

«  სექტემბერი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

არქივი

მეგობარი საიტები

  • სარიტუალო მომსახურება
  • ქართველები საბერძნეთში
  • საქართველოს საელჩო საბერძნეთში
  • საქართველოს მთავრობა
  • საქართველოს საპატრიარქო
  • ქართული დიასპორა
  • „ობიექტივი"
  • თბილისის მერია
  • ΓΡΑΦΕΙΟ ΘΡΗΣΚΕΥΤΙΚΩΝ ΤΕΛΕΤΩΝ ΚΑΙ ΚΟΙΝΩΝΙΚΩΝ ΕΚΔΗΛΩΣΕΩΝ
  • ფესვები(ქართული სათვისტომოები)
  • ΕΘΝΙΚΟ ΚΕΝΤΡΟ ΚΟΙΝΩΝΙΚΗΣ ΑΛΛΗΛΕΓΓΥΗΣ
  • ტელევიზია-ყველა არხი
  • სტატისტიკა




    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0